პოლონეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
პოლონეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

პოლონეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი – 24 საათში 615 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფორმაციას „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.

საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე პოლონეთში „კოვიდ-19“-ის 45 031 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 1709 ადამიანი.

დატოვე კომენტარი