პოლონეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
პოლონეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

პოლონეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

„გარდიანის“ ინფორმაციით, ახალი შემთხვევების 30 პროცენტი პოლონეთის რეგიონს, სილეზიას უკავშირდება.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში  „კოვიდ-19“-ის 680 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ექვსი ადამიანი კი გარდაიცვალა.

როგორც „გარდიანი“ წერს, პოლონეთში ამჟამად, პანდემიის შემაკავებელი ზომების გამკაცრების საკითხს განიხილავენ.

პოლონეთში პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, კორონავირუსის 48,149 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 1, 738 ადამიანი გარდაიცვალა.