პოლონეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
პოლონეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

პოლონეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 5 300 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„როიტერი“ წერს, რომ პოლონეთის მასშტაბით „კოვიდ-19“-ის გავრცელების შეჩერების მიზნით შემოღებული დამატებითი შეზღუდვები დღეს შევიდა ძალაში. ახალი წესების მიხედვით, ქვეყანაში პირბადის ტარება ღია და დახურულ სივრცეებში სავალდებულო გახდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე პოლონეთში „კოვიდ-19“ 121 638 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 2 972 გარდაიცვალა.