პოლონეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსი 27 875 პირს დაუდასტურდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე პოლონეთში გამოვლენილია დაინფიცირების 521 000-ზე მეტი შემთხვევა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში პოლონეთში „კოვიდ-19“-ით 349 ადამიანი გარდაიცვალა.
პოლონეთში ლეტალური შემთხვევების რიცხვი 7 287-ს აღწევს.