პოლონეთში კორონავირუსის 1 934 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
პოლონეთში კორონავირუსის 1 934 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

პოლონეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 100,000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“ 1 934 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო 26 პაციენტი დაიღუპა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, პოლონეთში კორონავირუსი 100 074 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 2 630 გარდაიცვალა.