პოლონეთში კლიმატის აქტივისტების აქცია მიმდინარეობს, მოძრაობა „ბოლო თაობის“ წარმომადგენლებმა ვისლოსტრადის გვირაბი გადაკეტეს. პოლიციამ აქციის მონაწილეთა ნაწილი ტერიტორიიდან გაიყვანა, თუმცა გვირაბი მაინც ბლოკირებულია.
აქციის მონაწილეები პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიან. მათი თქმით, მთავრობის საქმიანობა კლიმატის კრიზისს მხოლოდ აღრმავებს და ისინი არაფერს აკეთებენ ამის პრევენციისთვის.
აქციის მონაწილეები ორი მოთხოვნის შესრულებას ითხოვენ – ახალი მაგისტრალების მშენებლობიდან თანხის 100%-ის გადაცემას რეგიონული საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის და ერთიანი საბილეთო სისტემის შემოღებას 50 ზლოტით თვეში რეგიონული ტრანსპორტისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით.