პოლონეთში ხელფასების ზრდის მოთხოვნით პედაგოგების აქცია გრძელდება 
პოლონეთში ხელფასების ზრდის მოთხოვნით პედაგოგების აქცია გრძელდება 

პოლონეთში პედაგოგების აქცია გრძელდება, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

საპროტესტო აქციის მერვე დღე, მერვე კლასის მოსწავლეთა გამოცდებს ემთხვევა, რომელიც სკოლის წარმატებით დასრულებისთვის აუცილებელია.

პოლონეთის განათლების მინისტრმა, ანნა ზალევსკაიამ პარასკევს განაცხდა, რომ მასწავლებლების გაფიცვა საგამოცდო პროცესზე გავლენას არ მოახდენს.

გაფიცვა გასულ კვირაში დაიწყო. მასში პედაგოგთა პროფესიული კავშირი მონაწილეობს.

გაფიცული პედაგოგები ხელფასის 30 პროცენტით გაზრდას ითხოვენ. პოლონეთში მასწავლებლის ხელფასი 929 ევროა, რაც პოლონეთის მოქალაქეების საშუალო ხელფასზე დაბალია.

მედიის ინფორმაციით, პოლონეთისთვის ამ მასშტაბის გაფიცვა უპრეცედენტოა.