პოლონეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1967 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
პოლონეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1967 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

პოლონეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1967 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო ერთ კვირაა პოლონეთში ყოველდღიურად ვირუსის 1000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, პოლონეთში „კოვიდ-19“-ის 93 481 შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 2543 ადამიანი.