პოლონეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსს 954 პაციენტი ემსხვერპლა
პოლონეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსს 954 პაციენტი ემსხვერპლა

პოლონეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ს 954 პაციენტი ემსხვერპლა. შედეგად პანდემიით გარდაცვლილთა რიცხვმა 55 703-ს მიაღწია.

რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, გამოვლენილია 15 ათასამდე კოვიდინფიცირებული.

საერთო ჯამში, ქვეყანაში აღრიცხულია კოვიდ-19-ის 2.47 მილიონი შემთხვევა.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შემზღუდველი ზომები ქვეყანაში 18 აპრილამდე გახანგრძლივდა.

დატოვე კომენტარი