პოლონეთში ერთმანეთს ორი ავტობუსი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა ქალაქ ოლავასთან მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე ავტობუსი ერთი მიმართულებით მოძრაობდა.
პოლონური მედიის ინფორმაციით, 14 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, 50-ს კი მსუბუქი ჭრილობები აღენიშნება. ორივე ავტობუსში 70 მგზავრი იჯდა. ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტობუსის მძღოლი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ავარიის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ.