პოლონეთში ერთმანეთს ორი ავტობუსი შეეჯახა

19:10, 06.08.2019

პოლონეთში ერთმანეთს ორი ავტობუსი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა ქალაქ ოლავასთან მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე ავტობუსი ერთი მიმართულებით მოძრაობდა.

პოლონური მედიის ინფორმაციით, 14 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, 50-ს კი მსუბუქი ჭრილობები აღენიშნება. ორივე ავტობუსში 70 მგზავრი იჯდა. ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტობუსის მძღოლი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ავარიის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ.

მსგავსი