პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, პოლონეთში დაწყებითი სკოლები და რესტორნები დაიკეტება
A mural paying tribute to the sacrifice of doctors, nurses and paramedics fighting with epidemic of the new coronavirus COVID-19, is seen in Warsaw Poland, on April 2, 2020. (Photo by Wojtek RADWANSKI / AFP) (Photo by WOJTEK RADWANSKI/AFP via Getty Images)
პოლონეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდული მაჩვენებელი – 13 632 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც გამოცემა „გარდიანი“ წერს, პოლონეთში „კოვიდ-19“-ის გავრცელების ფონზე, დაწყებითი სკოლები და რესტორნები დაიკეტება. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ პოლონეთში ახალი კორონავირუსის ზრდის რეკორდული მაჩვენებლის დაფიქსირების შემდეგ მიიღო.
ქვეყნის დიდ ქალაქებში შეზღუდვები უკვე მოქმედებდა, თუმცა ხვალიდან დამატებითი რეგულაციები მთელი პოლონეთის მასშტაბით შევა ძალაში.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 228 000-ზე მეტი შემთხვევა, დარუპულია 4 172 ადამიანი.