პოლონეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 8 245 შემთხვევა გამოვლინდა
პოლონეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 8 245 შემთხვევა გამოვლინდა

პოლონეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით საავადმყოფოში 900-მდე ადამიანი მოათავსეს. მესამე ტალღის პიკზე ქვეყანაში საავადმყოფოში მიმართვიანობა მზარდია.

ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში 8 245 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით 60%-ით ნაკლებია.

ბოლოდროინდელი მზარდი მაჩვენებელი ბრიტანული შტამის გავრცელებას უკავშირდება. ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე აღრიცხულია ვირუსის 2.4 მილიონი შემთხვევა. მათგან „კოვიდ-19“ ლეტალური აღმოჩნდა 55 ათასი ადამიანისთვის.

დატოვე კომენტარი