პოლონეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 20 154 ადამიანი დაინფიცირდა, 301 პაციენტი კი გარდაიცვალა

15:08, 29.10.2020

პოლონეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 20 154 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 301 პაციენტი კი გარდაიცვალა.

შესაბამის ინფორმაციას პოლონური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 700 პაციენტია ჰოსპიტალიზებული, სულ საავადმყფოებში 14 631 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 1 203-ის მდგმარეობა კრიტიკულია.

ბოლო 24 საათში პოლონეთში გამოჯანმრთელდა 5 700 პაციენტი. პანდემიის დაწყებიდან დღმდე ქვეყანაში სულ კორონავირუსის 319 205 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 5 149 პაციენტი გარდაიცვალა.

მსგავსი