პოლონეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 4 280 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 76 პაციენტი კი გარდაიცვალა
პოლონეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 4 280 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 76 პაციენტი კი გარდაიცვალა

პოლონეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 4 280 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

შესაბამის ინფომაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ეს მაჩვენებელი 42. 5 პროცენტით აღემატება წინა დღის მონაცემებს, როდესაც კორონავირუსის 3 003 შემთხვევა აღირიცხა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში პოლონეთში 76 ინფიცირებული გარდაიცვალა. აღნიშნული მსხვერპლთა მაჩვენებელიც ქვეყნისთვის რეკორდულია.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, პოლონეთის ხელისუფლება ვარშავაში შეზღუდვების გამკაცრებას გეგმავს.

პოლონეთში პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, კორონავირუსის 111 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შრის 2 867 ადამიანი გარდაიცვალა, 76 ათასზე მეტი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.