პოლონეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 843 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

14:04, 08.08.2020

პოლონეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 843 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“  ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

საერთო ჯამში, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში  ვირუსის 51 167 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 1800 ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი