პოლონეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 545 შემთხვევა გამოვლინდა
პოლონეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 545 შემთხვევა გამოვლინდა

პოლონეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ 19“-ის 545 შემთხვევა გამოვლინდა, რაც ამ ქვეყნისთვის დღემდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას „გარდიანი“ პოლონეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ მონაცემებით პოლონეთში კორონავირუსის 9 287 შემთხვევაა დაფიქსირებული. დაღუპულია 360 ადამიანი.

პოლონეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა სამ კლასტერთანაა დაკავშირებული – ერთი საავადმყოფოს კერაა, ორი კი თავშესაფრის.