პოლონეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 19 364 შემთხვევა გამოვლინდა
პოლონეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 19 364 შემთხვევა გამოვლინდა

პოლონეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 19 364 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო ორი კვირის განმავლობაში გაორმაგდა.

ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ პოლონეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, პოლონეთში „კოვიდ-19“-ით 414 844 ადამიანი დაინფიცირდა, 6 102 პაციენტი კი გარდაიცვალა.