პოლონეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 18 820 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 236 პაციენტი კი გარდაიცვალა

13:55, 28.10.2020

პოლონეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი,  18 820 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 236 ადამიანი გარდაიცვალა.

პოლონეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის მაშტაბით საავადმყოფოები გადატვირთულია.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, პოლონეთში „კოვიდ-19“-ის 280 229 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 4 615 პაციენტი გარდაიცვალა.

მსგავსი