პოლონეთში ავიაგამანადგურებელმა F-16-მა ავიაშოუს რეპეტიციისას კატასტროფა განიცადა, დაიღუპა პილოტი [ვიდეო]
პოლონეთის საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებელმა, „F-16“-მა ავიაშოუს რეპეტიციის დროს კატასტროფა განიცადა. პოლონეთის შეიარაღებული ძალების ცნობით, შემთხვევის შედეგად მფრინავი დაიღუპა.
შემთხვევა პოლონეთის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ რადომში მოხდა.
„პოლონეთის არმიის მფრინავი დაიღუპა „ეფ-16“-ის თვითმფრინავის კატასტროფისას, ოფიცერი, რომელიც ყოველთვის ემსახურებოდა თავის ქვეყანას ერთგულებითა და დიდი სიმამაცით. პატივს მივაგებ მის ხსოვნას“, – დაწერა სოციალურ ქსელში თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა.
შემთხვევის გამო, ავიაშოუ, რომელიც კვირის ბოლოს იყო დაგეგმილი, გაუქმდა.