პოლონეთში ათასობით ნაციონალისტმა პოლონეთის დამოუკიდებლობის დღეს ყოველწლიური მსვლელობა გამართა
პოლონეთში ათასობით ნაციონალისტმა პოლონეთის დამოუკიდებლობის დღეს ყოველწლიური მსვლელობა გამართა

პოლონეთში ათასობით ნაციონალისტმა პოლონეთის დამოუკიდებლობის დღეს ყოველწლიური მსვლელობა გამართა.

ვარშავის მერის, რაფალ ტრჟასკოვსკის ცნობით, მსვლელობაში 40 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. დემონსტრაცია მშვიდობიანად ჩატარდა.

გასულ თვეს პოლონეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე კონფედერაციის პარტიამ 460-ადგილიან სეიმში მხოლოდ 18 ადგილი მოიპოვა, ხოლო მმართველმა ნაციონალისტურმა მემარჯვენე პარტიამ, „კანონმა და სამართლიანობამ“ საპარლამენტო უმრავლესობისთვის საჭირო ხმების რაოდენობა ვერ დააგროვა.

არჩევნებში გამარჯვებული კოალიციის ლიდერმა, დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელში მოსახლეობას ერთიანობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პოლონეთის დამოუკიდებლობის დღე არის ყველა პოლონელის დღესასწაული.