პოლონეთში „ასტრაზენეკას“ ვაქცინას ხანდაზმულ მოქალაქეებს არ გაუკეთებენ
პოლონეთში „ასტრაზენეკას“ ვაქცინას ხანდაზმულ მოქალაქეებს არ გაუკეთებენ

პოლონეთში „ასტრაზენეკას“ ვაქცინას ხანდაზმულ მოქალაქეებს არ გაუკეთებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მთავარი ასისტენტის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შესაბამისი ინფორმაცია მას შემდეგ გაჟღერდა, რაც მსგავსი შინაარსის რეკომენდაცია გერმანიის ხელისუფლებამ გასულ კვირას გასცა. მათი რეკომენდაციის მიხედვით, 65 ან მეტი წლის ადამიანებში ვაქცინა არ უნდა იქნას გამოყენებული. ამის მიზეზი იმ მონაცემების სიმცირეა, რომელიც ვაქცინის ეფექტურობას ხანდაზმულებში დაადასტურებს.

ამასთან, ევროპის მედიკამენტების სააგენტომ 27 ქვეყანაში ვაქცინის გამოყენება ყველა ასაკის ადამიანისთვის დაამტკიცა, რაც ნიშნავს, რომ პოლონეთმა შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება დაარღვიოს. იტალიის წამლების სააგენტომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ყველა ადამიანისთვის დაამტკიცა, თუმცა 55 წელს ზემოთ ადამიანებისთვის ალტერნატიული ვაქცინის გამოყენების რეკომენდაცია გასცა. საფრანგეთი, სავარაუდოდ, ევროკავშირის წევრი შემდეგი ქვეყანა გახდება, რომელიც ვაქცინასთან დაკავშირებულ საკუთარ რეკომენდაციას გასცემს.

„ასტრაზენეკას“ და „ოქსფორდის“ უნივერსიტეტის მკვლევრებმა გამჭვირვალედ განაცხადეს, რომ ათ პროცენტზე ნაკლები იყო კვლევებში მონაწილე იმ ადამიანების რაოდენეობა, რომლებიც 65 ან მეტი წლის იყვნენ. მხოლოდ 450 მონაწილე იყო 70 წელს გადაცილებული. ეს მონაცემები „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ კვლევებთან არის შედარებული, რომელთა კვლევის მონაწილეთა 40 პროცენტზე მეტი 55 წელს გადაცილებული იყო.