პოლონეთში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ქვეყნის გენშტაბის უფროსმა და ოპერატიული სარდლობის მეთაურმა თანამდებობები დატოვეს
პოლონეთში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ქვეყნის გენშტაბის უფროსმა და ოპერატიული სარდლობის მეთაურმა თანამდებობები დატოვეს

პოლონეთში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ქვეყნის გენშტაბის უფროსმა და ოპერატიული სარდლობის მეთაურმა თანამდებობები დატოვეს.

როგორც პოლონური მედია წერს, ქვეყნის გენერალური შტაბის უფროსი რაიმუნდ ანჯეიჩაკი და ქვეყნის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის მეთაური ტომაშ პიოტროვსკი შეშფოთებული იყვნენ საარჩევნოდ პოლონეთის არმიის პოლიტიზებით.

ასევე ვრცელდება ცნობა, რომ პოლონეთის გენშტაბის უფროსს უთანხმოება ჰქონდა ქვეყნის თავდაცვის მინისტრთან, მარიუშ ბლაშაკთან.

2023 წლის მაისში, ბლაშაკმა განაცხადა, რომ სამხედროებმა დროულად არ მიაწოდეს ინფორმაცია პოლონეთის მთავრობას ინციდენტის შესახებ, რა დროსაც რუსული ფრთოსანმა რაკეტამ რამდენიმე ასეული კილომეტრი იფრინა პოლონეთის საჰაერო სივრცეში და ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ჩამოვარდა. პრესის ცნობით, ეს ინციდენტი 2022 წლის 16 დეკემბერს მოხდა. რაკეტა აპრილის ბოლოს შემთხვევით აღმოაჩინა ადგილობრივმა მცხოვრებმა.

პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები 15 ოქტომბერს გაიმართება.