პოლონეთში არალეგალი მიგრანტების დახმარების ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს
პოლონეთში არალეგალი მიგრანტების დახმარების ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს

პოლონეთში დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის წევრებიც 600 უცხოელს პოლონეთში უკანონოდ ჩასვლაში დაეხმარნენ. ინფორმაციას ამის შესახებ „ერ-ემ-ეფ 24“ ავრცელებს.

დაკავებულია ექვსი პირი. მათგან ოთხს ბრალად ყალბი დოკუმენტების დამზადება დასდეს, რომელთა დახმარებითაც პოლონეთში ჩასული უცხო ქვეყნის მოქალაქეები უკანონოდ სარგებლობდნენ სხვადასხვა შეღავათებით.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ეხმარებოდნენ არალეგალებს უკანონოდ მიეღოთ პოლონეთში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება.

სამართალდამცველების ცნობით, კრიმინალების „დახმარებით“ პოლონეთში 600-ზე მეტი უცხოელი ჩავიდა. მათ შორის იყვენენ პაკისტანის, სირიის, ალჟირის. ერაყის, ეგვიპტეს, ლიბიის, ირანის და ინდოეთის მოქალაქეები. გამოძიების ცნობით, დამნაშავეებმა წლების განმავლობაში არალეგალი მიგრანტებისგან 920 ათასი ევრო მიიღეს.