პოლონეთში ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის საკითხებზე ეუთო-ს ყოველწლიური კონფერენცია იწყება

10:41, 16.09.2019

პოლონეთში ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის საკითხებზე ეუთო-ს ყოველწლიური კონფერენცია იწყება.

კონფერენციაში მონაწილეობას ეუთო-ს 57 ქვეყნის დელეგაცია იღებს. მონაწილეები შეაჯამებენ, თუ რამდენად სრულდება ვალდებულებები ადამიანური განზომილებების სფეროში, გაცვლიან მოსაზრებებს და შეადგენენ რეკომენდაციებს ვითარების გასაუმჯობესებლად. ასევე განიხილება ისეთი თემები როგორიცაა აზრის გამოხატვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება, დემოკრატია ეროვნულ, რეგიონალურ და ადგილობრივ დონეზე.

​კონფერენცია 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.

მსგავსი