პოლონეთში აცხადებენ, რომ უკრაინის დასავლეთ რეგიონებზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს ქვეყნის საჰაერო სივრცე არ დარღვეულა
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ უკრაინის დასავლეთ რეგიონებზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე არ დარღვეულა. მისი თქმით, პოლონურმა სისტემებმა უკრაინის დასავლეთ ნაწილში ათზე მეტი რეაქტიული დრონი „გერან-5“ დილით დააფიქსირეს.
„ერთ-ერთი მათგანი პოლონეთის საზღვრიდან ერთ კილომეტრში, მეორე კი ხუთ კილომეტრში ჩამოვარდა. პოლონეთის საჰაერო სივრცეს პატრულირებდნენ „F-16“ ტიპის თვითმფრინავები, ვერტმფრენები და საჰაერო დაზვერვის თვითმფრინავი SAAB. ჩვენი საზღვრის დარღვევა არ მომხდარა“, – წერს პოლონეთის თავდაცვის მინისტრი სოციალურ ქსელში.
ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის თქმით, რუსეთი თავდასხმების ტაქტიკას ცვლის და სულ უფრო ხშირად იყენებს რეაქტიულ უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებსაც მცირე ჯგუფებად უშვებენ, რათა უკრაინის თავდაცვის ძალები შებოჭონ და სხვა მიმართულებებზე მანევრირება შეზღუდონ.
„მადლობა ვუხდი ჩვენს სამხედროებს. პოლონეთის საჰაერო თავდაცვა მუდმივად იმყოფება გაძლიერებული საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში“, – აღნიშნავს კოსინიაკ-კამიში.
Nad ranem nasze systemy odnotowały atak kilkunastu odrzutowych dronów Geran-5 w zachodniej Ukrainie. Jeden z nich uderzył 1 km od granicy z Polską, drugi 5 km. Polskiej strefy powietrznej pilnowały samoloty F16, śmigłowce i samolot rozpoznania powietrznego SAAB. Nie doszło do naruszenia naszej granicy.
Rosjanie zmieniają taktykę ataków, coraz częściej wykorzystują drony odrzutowe wypuszczane po kilka sztuk i w ten sposób absorbują ukraińską obronę. Dziękuję naszym żołnierzom, polska obrona powietrzna jest caly czas w gotowości.
— Władysław Kosiniak-Kamysz (@KosiniakKamysz) September 13, 2026