პოლონეთში აცხადებენ, რომ ბელარუსმა მესაზღვრეებმა პოლონეთის სასაზღვრო ძალების მიმართულებით სროლები განახორციელეს
პოლონეთში აცხადებენ, რომ ბელარუსმა მესაზღვრეებმა პოლონეთის სასაზღვრო ძალების მიმართულებით სროლები განახორციელეს

პოლონეთში აცხადებენ, რომ ბელარუსმა მესაზღვრეებმა პოლონეთის სასაზღვრო ძალების მიმართულებით სროლები განახორციელეს.

აღნიშნულის შესახებ პოლონეთის სასაზღვრო დაცვის წარმომადგენელმა განაცხადა. ანა მიხალსკას განცხადებით, სროლები აღმოსავლეთ საზღვარზე განხორციელდა.

მისი ინფორმაციით, სროლების შედეგად არავინ დაშავებულა და ბელარუსმა მესაზღვრეებმა სავარაუდოდ, ფუჭი ტყვიები გამოიყენეს.

გარდა ამისა, მიხალსკას თქმით, პოლონელი მესაზღვრეები მუდმივ ზეწოლას და დაძაბულობას განიცდიდნენ ბელარუსთა მხრიდან, რომლებიც საზღვარზე სხვადასხვა საგნებს ისვრიან.

ინციდენტს პოლონეთის პრემიერი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყოველთვის იდგება პოლონელი ჯარისკაცების და მესაზღვრეების გვერდით. გარდა ამისა, მან მესაზღვრეებს სამსახურისადმი პროფესიონალური და საპასუხისმგებლო მიდგომისთვის მადლობა გადაუხადა.

პოლონეთი, ლიეტუვა და ლატვია არალეგალურ მიგრაციას ებრძვიან ბელარუსიდან. ბრიუსელში აცხადებენ, რომ არალეგალური მიგრაცია ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ არის ორგანიზებული და წახალისებული და ბელარუსს „ჰიბრიდულ ომში“ სდებენ ბრალს.