პოლონეთში აბორტის აკრძალვის მოწინააღმდეგეების სოლიდარობის ნიშნად, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში აქციები გაიმართა
პოლონეთში აბორტის აკრძალვის მოწინააღმდეგეების სოლიდარობის ნიშნად, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში აქციები გაიმართა

პოლონეთში აბორტის აკრძალვის მოწინააღმდეგეების სოლიდარობის ნიშნად, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში აქციები გაიმართა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

პოლონეთში გამართული საპროტესტო აქციების პარალელურად, აქციები გაიმართა ოსლოში, ლონდონში, რომში, ბრიუსელსა და სხვა ქალაქებში.

შეგახსენებთ, 22 ოქტომბერს პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ აბორტების შესახებ კანონის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყანაში აბორტის გაკეთება თითქმის სრულად აიკრძალა. გადაწყვეტილებას მასობრივი პროსტეტი და გაფიცვები მოჰყვა. პოლონური მედიის ინფორმაციით, ვარშავაში მასშტაბური აქცია დღესაც არის დაგეგმილი.