პოლონეთში 28 დეკემბრიდან სამკვირიანი საყოველთაო კარანტინი ცხადდება
პოლონეთში 28 დეკემბრიდან სამკვირიანი საყოველთაო კარანტინი ცხადდება

პოლონეთში 28 დეკემბრიდან სამკვირიანი საყოველთაო კარანტინი ცხადდება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრ ადამ ნიედჟიელსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.

მინისტრის ცნობით, 28 დეკემბრიდან 17 იანვრამდე ქვეყანაში დაიხურება სასტუმროები, სამთო-სათხილამურო კურორტები და სავაჭრო ცენტრები.

ჯანდაცვის მინისტრმა მოსახლეობა პანდემიის მოსალოდნელი მესამე ტალღის შესახებ გააფრთხილა და მოუწოდა მოქალაქეებს, სიფრთხილე შეინარჩუნონ იმის მიუხედავად, რომ პოლონეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზების შეტანას მიმდინარე თვეში ელოდებიან.

პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი წლის ღამით იმოქმედებს კომენდანტის საათი.

ამასთან, პოლონეთის ვიცე-პრემიერმა, იაროსლავ გოვინმა განაცხადა, რომ ბიზნესის მხარდასაჭერად ბიუჯეტიდან 40 მილიარდი ზლოტის ( დაახლოებით ცხრა მილიარდი ევრო) გამოიყოფა იგეგმება.

პოლონეთში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციისთვის ემზადებიან. ქვეყნის ფარგლებში ვაქცინაციის რვა ათასამდე პუნქტია მოწყობილი.