პოლონეთში 20 მარტიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდება
პოლონეთში 20 მარტიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდება

პოლონეთში 20 მარტიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდება. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ახალი შემზღუდავი ზომები სავაჭრო ცენტრების, კინოთეატრების, თეატრებისა და სასტუმროების დახურვას ითვალისწინებს, სკოლაში სწავლება კი დისტანციური რეჟიმით გაგრძელდება.

პოლონეთში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 25 052-ით გაიზარდა. ბოლო 24 საათში ვირუსს 453 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო ოდენობა ორ მილიონს უახლოვდება, გარდაცვლილთა რიცხვი კი 48 ათასს აჭარბებს.