პოლონეთსა და სლოვაკეთში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
პოლონეთსა და სლოვაკეთში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

პოლონეთსა და სლოვაკეთში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. უკვე მესამე დღეა, ქვეყანაში ვირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 300-ზე მაღალია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სლოვაკეთში „კოვიდ-19“-ის 7 629 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 41 ადამიანი.

რაც შეეხება პოლონეთს, გასული დღე-ღამის განმავლობაში პოლონეთში 1 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ვიურის გავრცელებიდან დღემდე პოლონეთში „კოვიდ-19“-ის 82 809 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 2 369 ადამიანი.