პოლონეთს ევროკავშირის სასამართლო ორგანოში უფლებამოსილება შეუჩერეს
Thousands of anti-government protesters gather in front of the presidential palace in the Polish capital Warsaw on July 26, 2018 to rally against a string of judicial reforms that the European Union has dubbed a threat to judicial independence. (Photo by JANEK SKARZYNSKI / AFP) (Photo credit should read JANEK SKARZYNSKI/AFP/Getty Images)
„მართლმსაჯულების საბჭოების ევროპულმა ქსელმა“ პოლონეთს უფლებამოსილება შეუჩერა. შესაბამისი გადაწყვეტილება ბუქარესტში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.
როგორც ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, „მართლმსაჯულების საბჭოების ევროპული ქსელში“ მიიჩნევენ, რომ პოლონელი მოსამართლეები პოლოტიკური გავლენის ქვეშ იმყოფებიან.
ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ პოლონეთის იუსტიციის უმაღლესი საბჭო ორგანიზაციაში ხმის უფლებას დაკარგავს. საგანგებო განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორგანიზაციის წევრებს აქვთ სრული უფლება, დამოუკიდებლად გაატარონ რეფორმა, მაგრამ მათ აუცილებლად უნდა დაიცვან მინიმალური სტანდარტი, რაც პოლონეთის შემთხვევაში არ მოხდა.
პოლონეთის მმართველმა პარტიამ სასამართლო სისტემაში რეფორმა 2015 წელს წამოიწყო. შედეგად ბევრი მოსამართლე გაათავისუფლეს.
„მართლმსაჯულების საბჭოების ევროპულ ქსელში“ აცხადებენ, რომ პოლონეთის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წესი აღარ არის თავისუფალი პოლიტიკური გავლენისგან, რადგან მისი წევრების უმეტესობა პოლიტიკოსებმა აირჩიეს.
პოლონეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მოსამართლეების დათხოვნა აუცილებელი იყო, რათა სასამართლო სისტემა საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობისგან საბოლოოდ გათავისუფლებულიყო.
ევროკომისიაში კი პოლონეთში გატარებული რეფორმის გამო შეშფოთება არაერთხელ გამოთქვეს და ვარშავის წინააღმდეგ ევროკავშირის წესების დარღვევის გამო, დისციპლინური სამართალწარმოება წამოიწყეს, რაც საბოლოოდ პოლონეთისთვის სანქციების დაწესებასაც გულისხმობს.