პოლონეთმა უკრაინას 200 ერთეული „ტე-72“ ტიპის ტანკი გადასცა
პოლონეთმა უკრაინას 200 ერთეული „ტე-72“ ტიპის ტანკი გადასცა

პოლონეთმა უკრაინას 200 ერთეული „ტე-72“ ტიპის ტანკი გადასცა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ტანკების ეს რაოდენობა ორი სატანკო ბრიგადის აღჭურვის შესაძლებლობას იძლევა. პოლონეთმა უკრაინას ასევე გაუგზავნა რამდენიმე ათეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა.

საერთო ჯამში ვარშავამ კიევს 7 მილიარდი ზლოტის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა, მათ შორის თვითმავალი ჰაუბიცა 2სი1 „გვოზდიკა“ და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „გრადი.“

პოლონეთმა უკრაინას ასევე გაუგზავნა ჰაერი-ჰაერი ტიპის რაკეტები „მიგ-29“ და „სუ-27“ ტიპის თვითმფრინავებისთვის.