პოლონეთმა სანქციები დაუწესა 50 რუსულ კომპანიას, მათ შორის „გაზპრომს“
პოლონეთმა სანქციები დაუწესა 50 რუსულ კომპანიას, მათ შორის „გაზპრომს“

პოლონეთმა 50 რუსულ კომპანიას და მათ შორის „გაზპრომს“ სანქციები დაუწესა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. როგორც სააგენტო წერს, პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ შეზღუდვები შეეხება 50 რუსულ კომპანიასა და ოლიგარქს.

პოლონეთის შავ სიაში მოხვდნენ რუსული ენერგეტიკული გიგანტი „გაზპრომი“ და ასევე ქიმიკატებისა და სასუქების მწარმოებელი „აკრონი“. ნუსხაში შეიყვანეს ქვანახშირით მოვაჭრე კომპანია „სუეკ პოლსკა“ და „კტკ პოლსკა“.

რუსული „გაზპრომი“ აქციების მცირე ნაწილს ფლობს კომპანია „ეუროპოლ გაზში“, რომელიც იამალის გაზსადენის პოლონეთზე გამავალი მონაკვეთის ოპერატორია. აღნიშნული გაზსადენით რუსული ბუნებრივი აირი ევროპას მიეწოდება.

რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, პოლონეთის შავ სიაში მოხვდნენ მიხაილ ფრიდმანი, რომელიც „ალფა ბანკის“ დამფუძნებელია, ასევე ოლეგ დერიპასკა და ევგენი კასპერსკი.

პოლონეთში განაცხადეს, რომ იმ ინდივიდუალური პირებისა და კომპანიების სია, რომელთა წინააღმდეგაც სანქციები დაწესდება, უახლოეს ხანში გაფართოვდება.