პოლონეთმა კრემლი ფართომასშტაბიანი კიბერშეტევის განხორციელებაში დაადანაშაულა
პოლონეთმა კრემლი ფართომასშტაბიანი კიბერშეტევის განხორციელებაში დაადანაშაულა

პოლონეთის ვიცე პრემიერის იაროსლავ კაჩინსკის განცხადებით, რუსეთმა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა განახორციელა, რომლის გამოც სხვადასხვა პოლონელი პოლიტიკოსი დაზარალდა.

„კიბერშეტევების შედეგად დაზარალდნენ პოლონელი ოფიციალური პირები, მინისტრები და სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე დეპუტატები“, – განაცხადა იაროსლავ კაჩინსკიმ.

კაჩინსკის თქმით, შესაბამისი ინფორმაცია მას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურმა მიაწოდეს.ერის

პოლონური უწყებებისა და მოკავშირე სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ჰაკერული თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან განხორციელდა. ვიცე პრემიერის განცხადებით, თავდასხმის ერთ-ერთ მიზანს ადგილობრივი საზოგადოებისთვის დარტყმის მიყენება და ქვეყნის დესტაბილიზაცია წარმოადგენდა. აქვე მან, პოლონელებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.