პოლონეთმა გერმანიას ოფიციალურად სთხოვა „ლეოპარდის“ ტიპის ტანკების უკრაინისთვის გადაცემის ნებართვა

14:13, 24.01.2023

პოლონეთმა გერმანიას ოფიციალურად სთხოვა „ლეოპარდის“ ტიპის ტანკების უკრაინისთვის გადაცემის ნებართვა. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა.

„გერმანელებმა უკვე მიიღეს ჩვენი მოთხოვნა „ლეოპარდ 2“-ის ტიპის ტანკების უკრაინისთვის გადაცემაზე თანხმობის შესახებ.

ასევე, მოვუწოდებ გერმანულ მხარეს, შეუერთდეს იმ ქვეყნების კოალიციას, რომლებიც მხარს უჭერენ „ლეოპარდ 2“-ის ტიპის ტანკებით აღჭურვილ უკრაინას. ეს არის ჩვენი საერთო საქმე, რადგან ეს ეხება მთელი ევროპის უსაფრთხოებას“, – განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.

მსგავსი