პოლონეთმა ბელარუსიდან ნავთობის ტრანზიტი განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა
პოლონეთმა ბელარუსიდან ნავთობის ტრანზიტი განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა

პოლონეთმა ბელარუსიდან ნავთობის ტრანზიტი განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა. როგორც ვარშავაში განაცხადეს, პოლონეთმა აღნიშნული გადაწყვეტილება ნავთობის ხარისხის შემცირების გამო მიიღო. მანამდე ბელარუსის ენერგეტიკის სამინისტროში გააკეთეს განცხადება, რომელშიც რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობის ხარისხის გაუარესებაზე ისაუბრეს.

კონცერნ „ბელნეფტხიმის“ პრესმდივნის განცხადებით, პოლონეთის მიმართულებით რუსული ნავთობის ტრანზიტი შეჩერებულია. მარინა კოსტიუჩენკოს თქმით, ეს ნაბიჯი „ევროპაში რუსული ნავთობის ექსპორტიორების რეპუტაციას შელახავს“ და „შეაფერხებს ბელარუსული მილსადენების მუშაობას“.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსმა უკვე შეაჩერა უკრაინაში, პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში დიზელისა და ბენზინის ექსპორტი. ამის მიზეზად მინსკში რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობის ხარისხის გაუარესება დასახელდა. ბელარუსის ნავთობის სახელმწიფო კომპანიაში განაცხადეს, რომ წლის ბოლომდე რუსეთიდან ნავთობის იმპორტის ჩანაცვლებას აპირებენ.