პოლონეთმა აღდგომის დღესასწაულის შემდეგ შესაძლოა​, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები შეამსუბუქოს
პოლონეთმა აღდგომის დღესასწაულის შემდეგ შესაძლოა​, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები შეამსუბუქოს

პოლონეთში, აღდგომის დღესასწაულის შემდეგ შესაძლოა, „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდეს. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მინისტრის, ვალდემარ კრასკას განცხადებით, ამ შეზღუდვების მოხსნის მიზეზი ეკონომიკის მხარდაჭერაა.

შეზღუდვების ფარგლებში პოლონეთში დახურულია სკოლები, რესტორნები, სავაჭრო ცენტრები და კინო-თეატრები.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე 5 341 ადამიანია დაინფიცირებული. დაიღუპა 164 ადამიანი.