პოლონეთისა და ლიეტუვას პრეზიდენტები აცხადებენ, რომ ნატო მათი ქვეყნების უსაფრთხოების გარანტია
პოლონეთისა და ლიეტუვას პრეზიდენტები აცხადებენ, რომ ნატო მათი ქვეყნების უსაფრთხოების გარანტია

პოლონეთისა და ლიეტუვას პრეზიდენტები მიიჩნევენ, რომ ნატო მათი ქვეყნების უსაფრთხოების გარანტია. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ამ განცხადებით, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა და ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ალიანსის მისამართით გაჟღერებულ კრიტიკას გამოეხმაურნენ.

ანჯეი დუდა და გიტანას ნაუსედა აცხადებენ, რომ არც პოლონეთში და არც ლიეტუვაში „ნატო-ს ტვინის სიკვდილი“ არ მომხდარა.

„ორივე მხარემ განვაცხადეთ, რომ ნატო-ს წინაშე ჩვენი ვალდებულებები უცვლელია. ჩვენ ამ ორგანიზაციას უსაფრთხოების გარანტად განვიხილავთ“ , – აღნიშნა ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ.

შეგახსენებთ, „ნატო-ს ტვინის სიკვდილთან“ დაკავშირებით განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რამდენიმე კვირის წინ გააკეთა, რასაც აღნიშნული თემის ირგვლივ აქტიური დისკუსია მოჰყვა. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის მოსაზრებას არ ეთანხმება.