პოლონეთის ვიცე-პრემიერი - რუსეთი უკვე აღარ ფარავს, რომ პოლონეთთან კიბერომის მდგომარეობაში იმყოფება
პოლონეთის ვიცე-პრემიერი - რუსეთი უკვე აღარ ფარავს, რომ პოლონეთთან კიბერომის მდგომარეობაში იმყოფება

პოლონეთის ვიცე-პრემიერის, კშიშტოფ გავკოვსკის განცხადებით, რუსეთი უკვე აღარ ფარავს, რომ პოლონეთთან კიბერომის მდგომარეობაში იმყოფება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კონფერენცია „დიჯითალ სქილსის“ გახსნაზე განაცხადა.

მისი თქმით, მოსკოვი თავს ესხმის პოლონეთს და ამას გამიზნულად აკეთებს.

როგორც ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, 2024 წელს პოლონეთში, კიბერუსაფრთხოების სფეროში ორჯერ მეტი ინციდენტი იქნა აღმოჩენილი, ვიდრე 2023 წელს იყო და სამჯერ მეტი 2022 წელთან შედარებით. მისივე თქმით, ამ ინციდენტების დიდი ნაწილი რუსული წარმოშობის იყო, პოლონეთის წინააღმდეგ იყო მიმართული და უფრო ხშირად პოლონეთის მოწყვლად ინფრასტრუქტურას იყენებდა.