პოლონეთის უზენაესმა სასამართლომ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის სარჩელი არ დააკმაყოფილა
პოლონეთის უზენაესმა სასამართლომ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის სარჩელი არ დააკმაყოფილა

პოლონეთის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ოპოზიციის სარჩელი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე შესაძლო დარღვევებს შეეხებოდა.

როგორც უცხოური მედია იუწყება, სასამართლოს დადგენილებაში აღნიშნულია, რომ წარმოდგენილი პრეტენზიებიდან არჩევნების ვალიდურობასთან დაკავშირებით კითხვებს არც ერთი ბადებს.

12 ივლისის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება მოქმედმა პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ხმათა 51.03%-ით მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ეუთო-ს დასკვნაში, რომელიც მონიტორინგს უწევდა არჩევნებს, აღნიშნულია, რომ ხმის მიცემის პროცესი პროფესიონალურ დონეზე იყო ორგანიზებული, თუმცა სახელმწიფო ტელევიზიის მიერ შეინიშნებობდა მიკერძოებული გაშუქება.