პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში, ერთ-ერთ შენობაში, სადაც მთავრობის გასვლითი სხდომა უნდა გამართულიყო, მოსასმენი მოწყობილობები აღმოაჩინეს
პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში, ერთ-ერთ შენობაში, სადაც მთავრობის გასვლითი სხდომა უნდა გამართულიყო, მოსასმენი მოწყობილობები აღმოაჩინეს

პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა კატოვიცეში, ერთ-ერთი შენობის ოთახში, სადაც მთავრობის გასვლითი სხდომა უნდა გამართულიყო, მოსასმენი მოწყობილობები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სახელმწიფო დაცვის სამსახურმა შიდა უსაფრთხოების სააგენტოსთან თანამშრომლობით აღმოაჩინა მოწყობილობები, რომლებიც, შესაძლოა, გამოყენებული ყოფილიყო მოსასმენად ოთახში, სადაც დღეს კატოვიცეში მინისტრთა საბჭოს სხდომა იმართება“, – აღნიშნულია უსაფრთხოების სააგენტოს პრესსპიკერის განცხადებაში.

უწყებაში მოწყობილობების წარმომავლობასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ მინისტრების შეხვედრა გეგმის მიხედვით შედგება. მთავრობის სხდომაზე ენერგეტიკული პოლიტიკის განხილვა არის დაგეგმილი.