პოლონეთის თავდაცვის მინისტრი - მესმის ზელენსკის, რადგან მისი როლია, მოითხოვოს მეტი დახმარება, თუმცა ასევე უნდა გაიხსენოს, რომ სხვები მხოლოდ ჩაფხუტებს როცა გზავნიდნენ, ჩვენ ტანკებს ვგზავნიდით
უკრაინამ უნდა გაიხსენოს პოლონეთისგან მიღებული დახმარება, MiG-29-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემაზე ბოლოდროინდელი მოწოდებების კონტექსტში. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა.
ამავდროულად, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მას ესმის უკრაინის პრეზიდენტის.
„ერთი მხრივ, მესმის პრეზიდენტ ზელენსკის, რადგან მისი როლია, ყოველთვის მოითხოვოს მეტი დახმარება, მაგრამ ვფიქრობ, მან და უკრაინამ ასევე უნდა გაიხსენონ, რომ როდესაც სხვები მხოლოდ ჩაფხუტებს გზავნიდნენ, ჩვენ ტანკებს ვგზავნიდით“, – განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.