პოლონეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოგდებული დრონების საპოვნელად ტერიტორიული თავდაცვის ძალები გაააქტიურეს
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის განცხადებით, პოლონეთის ტერიტორიული თავდაცვის ძალები გააქტიურებულია „ჩამოგდებული დრონების სამძებრო სახმელეთო ოპერაციებისთვის“.
პოლონეთის მთავრობის ინფორმაციით, ეს ძალები პოლონეთის თავდაცვისა და შეკავების პოტენციალის „შემადგენელ ნაწილს“ წარმოადგენენ.
სოციალურ ქსელ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში კოსინიაკ-კამიშმა ასევე გააფრთხილა მოსახლეობა, არ შეეხონ „ობიექტების ნამსხვრევებს“ და ამის შესახებ პოლიციას აცნობონ.