პოლონეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ პოლონელმა სამხედროებმა აღმოაჩინეს სამხედრო დრონი, რომელიც, პირველადი შემოწმებით, რუსული წარმოშობისაა
პოლონელმა სამხედროებმა ჩრდილოეთ პოლონეთში, ბალტიის ზღვის სანაპიროზე სამხედრო დრონი აღმოაჩინეს.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის თქმით, წინასწარი შემოწმება მიუთითებს, რომ აღმოჩენილია რუსული სამხედრო დრონი.
„იაროსლავეცის მახლობლად, სოფელ რუსინოვოს სანაპიროსთან ახლოს, სამხედროებმა ბალტიის ზღვის წყლიდან დრონი ამოიღეს. პირველადი შემოწმებით, ეს რუსული წარმოშობის სამხედრო დრონია“, – განაცხადა კოსინიაკ-კამიშმა.
პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის სპიკერმა, იაცეკ გორიშევსკიმ აღნიშნა, რომ დრონი ქვეყნის ტერიტორიაზე შესაძლოა, საერთაშორისო წყლებიდან შეფრინდა. მომხდართან დაკავშირებით ვარშავაში რუსეთის საელჩოს კომენტარი არ გაუკეთებია.
‼️W rejonie plaży w miejscowości Rusinowo koło Jarosławca wojsko zlokalizowało i podjęło z morza Bałtyckiego DRONA. Wstępne oględziny wskazują, że to bezzałogowiec wojskowy pochodzący z Rosji.
Na miejscu służby realizują czynności związane z zabezpieczeniem miejsca zdarzenia i podjętego sprzętu.— Władysław Kosiniak-Kamysz (@KosiniakKamysz) September 14, 2026