პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი – ევროკომისიას სურს, უკრაინიდან სოფლის მეურნეობის იმპორტზე შეზღუდვები 15 სექტემბრამდე გაახანგრძლივოს
ევროკომისიას სურს, უკრაინიდან სოფლის მეურნეობის იმპორტზე შეზღუდვები 15 სექტემბრამდე გაახანგრძლივოს, – ამის შესახებ პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი რობერტ ტელუსი აცხადებს.
მისივე თქმით, მან ამის შესახებ ევროკომისიისგან რეზოლუციის პროექტი მიიღო.
„ევროკომისიისგან მივიღეთ ახალი რეგულაციის პროექტი, რომელიც კრძალავს ოთხი პროდუქტის იმპორტს ევროკავშირის ხუთ ქვეყანაში. პროექტით გათვალისწინებული ძალაში შესვლის თარიღი მიმდინარე წლის 15 სექტემბერია. ეს პროექტია, მაგრამ იმედი მაქვს, ხვალიდან შევა ძალაში“, – წერს ტელუსი საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე.
2 მაისს ევროკავშირმა უკრაინული ხორბლის, სიმინდის, მზესუმზირისა და რაფსის იმპორტზე შეზღუდვები 5 ივნისამდე დააწესა, რათა შეემცირებინა მარცვლეულის ჭარბი მიწოდება ბულგარეთში, უნგრეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში.
აღნიშნული ქვეყნების თქმით, უკრაინული მარცვლეული შიდა წარმოებას წამგებიანად ხდიდა.
Otrzymaliśmy z KE projekt nowego rozporządzenia ws zakazu importu 4 produktów do krajów 5-tki. Termin obowiązywania zapisany w projekcie to 15 września br.
Jest to projekt ale mam nadzieję że wejdzie w życie od jutra ;))— Robert Telus (@RobertTelus) June 5, 2023