პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს უკრაინის ორი მოქალაქე, რომლებიც რუსეთის სადაზვერვო სამსახურების დაკვეთით ჯაშუშობასა და დივერსიაში არიან ეჭვმიტანილი

17:14, 10.11.2026

პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს უკრაინის ორი მოქალაქე, რომლებიც რუსეთის სადაზვერვო სამსახურების დაკვეთით ჯაშუშობასა და დივერსიაში არიან ეჭვმიტანილი.

მედიის ცნობით, ამის შესახებ პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურების კოორდინაციის მინისტრი ტომაშ სემონიაკი ავრცელებს ინფორმაციას.

მისივე თქმით, 24 და 25 წლის უკრაინელები მინსკ-მაზოვეცკიში, ქვეყნის ცენტრალურ-აღმოსავლეთ ნაწილში დააკავეს.

როგორც ცნობილია, ისინი პოლონეთში სადაზვერვო სამუშაოებს ახორციელებდნენ და კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სამხედრო ობიექტებს ფოტოებს უღებდნენ. ჯაშუშობისა და დივერსიის გარდა, მათ ასევე ბრალი წაუყენეს ცეცხლის წაკიდებაში.

მედიის ინფორმაციით, პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ მათ ადრე შეცვალეს თავიანთი ავტომობილის სარეგისტრაციო ნომრები უკრაინის არმიის კუთვნილ მანქანებზე გამოყენებული ნომრების მსგავსი ნომრებით.

„ეს ნაბიჯი, შესაძლოა, მიზნად ისახავდა, უპირველეს ყოვლისა, ეჭვის გაღვივებას უკრაინული მხარის მიმართ, რაც შეიძლებოდა, გამოყენებულიყო დეზინფორმაციის გასავრცელებლად“, – განმარტა სემონიაკმა.

მისივე თქმით, დაკისრებული დავალებების შესრულებისთვის ისინი იღებდნენ ანაზღაურებას, მათ შორის, კრიპტოვალუტით.

მსგავსი