პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ გასული ღამის განმავლობაში, რუსეთის მხრიდან, უკრაინაზე თავდასხმისას ერთ-ერთი რუსული რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა
პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ გასული ღამის განმავლობაში, რუსეთის მხრიდან, უკრაინაზე თავდასხმისას ერთ-ერთი რუსული რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა

გასული ღამის განმავლობაში რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმისას ერთ-ერთი რუსული რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა, – ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა ავრცელებს.

რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში 39 წამის განმავლობაში იმყოფებოდა.

„23 მარტს პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა ერთ-ერთი რაკეტა, რომელიც ღამით გაუშვა რუსეთის ფედერაციის შორ მანძილზე მყოფმა ავიაციამ. დარტყმის სამიზნე იყო დასავლეთ უკრაინის ქალაქები“, – აცხადებენ შეიარაღებული ძალების ოპერატიულ სარდლობაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფრენის განმავლობაში რაკეტას სამხედრო სარადარო სისტემების მეშვეობით აკონტროლებდნენ.

„პოლონეთის არმია მუდმივად აკონტროლებს სიტუაციას უკრაინის ტერიტორიაზე და იმყოფება მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში, რათა უზრუნველყოს პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოება“, – ვკითხულობთ განცხადებაში.