პოლონეთის შეიარაღებული ძალების სარდლობა - რუსეთის მიერ უკრაინაზე მასირებული იერიშების გამო პოლონეთმა საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა თავდაცვის სისტემები და რადიოლოკაციური დაზვერვა
პოლონეთის შეიარაღებული ძალების სარდლობა - რუსეთის მიერ უკრაინაზე მასირებული იერიშების გამო პოლონეთმა საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა თავდაცვის სისტემები და რადიოლოკაციური დაზვერვა

რუსეთის მიერ უკრაინაზე მასირებული იერიშების გამო პოლონეთმა სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა სახმელეთო, საჰაერო თავდაცვის სისტემები და რადიოლოკაციური დაზვერვა, – ამის შესახებ პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა აცხადებს.

როგორც სარდლობაში აცხადებენ, რუსეთის ავიაციის აქტიური მოქმედებების გამო დაიწყო პოლონური ავიაციის ოპერაცია პოლონეთის საჰაერო სივრცეში.

„მოქმედი პროცედურების შესაბამისად, სახმელეთო საჰაერო თავდაცვის სისტემები და რადიოლოკაციური დაზვერვა მოყვანილია მაღალი მზადყოფნის მდგომარეობაში“, – ნათქვამია შეტყობინებაში.

სარდლობაში ასევე აღნიშნეს, რომ ახორციელებენ მიმდინარე სიტუაციის მონიტორინგს, ხოლო დაქვემდებარებული ძალები იმყოფებიან სრულ მზადყოფნაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაზე მასირებული საჰაერო იერიში მიიტანა. ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განხორციელდა კიევზე, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა.