პოლონეთის სეიმმა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა
პოლონეთის სეიმმა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

პოლონეთის სეიმმა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. რეზოლუციას უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ 443-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ორი წინააღმდეგი იყო, შვიდმა კი თავი შეიკავა. მხარდაჭერა სეიმის თითქმის ყველა ფრაქციამ დააფიქსირა.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება გააძლიერებს ალიანსს და პოლონეთის ინტერესებს შეესაბამება. წინააღმდეგი პრორუსული „კონფედერაცია“ იყო, რომელსაც მიაჩნია, რომ ქვეყნის ასეთ პოზიციას „შეუძლია, პოლონეთი მსოფლიო კონფლიქტში ჩაითრიოს“.

რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ „უკრაინა დღეს იცავს არა მხოლოდ საკუთარ სახელმწიფოებრიობას, არამედ საერთო ფასეულობებს, ისეთებს, როგორებიცაა წესრიგი და დემოკრატია“.